ყალბი ცნობით 20 600 კგ დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარებას ცდილობდნენ – საგამოძიებო
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის, რაც მიზნად ისახავდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინა
მათ ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობა, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება ედებათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაამზადეს ორი ერთეული ყალბი "ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ". დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები, თითქოსდა რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი.
აღნიშნული ყალბი ცნობების გამოყენებით, ბრალდებულები შეეცადნენ, ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ჩაებარებინათ". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიყალბი ცნობით ყურძნის ჩაბარების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
- ინტერპრესნიუსიყალბი ცნობების გამოყენებით, 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა
- რუსთავი 2საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა
- ალიაყალბი ცნობით ყურძნის ჩაბარების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
- TV პირველიყალბი ცნობებით ყურძნის ჩაბარების საქმე - ვინ გასცა მევენახეებზე ფალსიფიცირებული დოკუმენტები?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…