მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის” ინიციატივას და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი შეუერთდა „სარტყელი და გზის“ ინიციატივას და ჩინეთთან ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა.

„მსურს, ხაზი გავუსვა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს. 2018 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 2023 წელს დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის ივნისში ჩვენმა ურთიერთობებმა ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა. ეს მოვლენები მყარ საფუძველს ქმნის ღრმა ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობა“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში გამართულ „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა „სარტყელი და გზის” ინიციატივაში საქართველოს ადრეულ ჩართულობას და მისი მხარდაჭერის გაგრძელებას.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის” ინიციატივას და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. ჩვენ აღნიშნულ ინიციატივას განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის ერთგულება „სარტყელი და გზის” ინიციატივისადმი ბუნებრივად ვრცელდება მის ენერგეტიკულ შემადგენელზეც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
16 სტატიამარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ მიემგზავრება - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვანგ ხუნგჭის შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს
მარიამ ქვრივიშვილი – მივესალმებით ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით
საქართველო იყო პირველი რეგიონში, რომელიც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
საქართველო იყო პირველი რეგიონში, ვინც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა "სარტყელი და გზის ინიციატივას" და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს - მარიამ ქვრივიშვილი
მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი: „მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…