პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და ჩინეთთან ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა.

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს
პირველი არხი

საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში გამართულ „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების პროგრესს და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

„მსურს, ხაზი გავუსვა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს. 2018 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 2023 წელს დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის ივნისში ჩვენმა ურთიერთობებმა ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა. ეს მოვლენები მყარ საფუძველს ქმნის ღრმა ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა „სარტყელი და გზის ინიციატივაში“ საქართველოს ადრეულ ჩართულობას და მისი მხარდაჭერის გაგრძელებას.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. ჩვენ აღნიშნულ ინიციატივას განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყნის ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი“ ბუნებრივად ვრცელდება მის ენერგეტიკულ შემადგენელზეც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

16 სტატია
სამთავრობო 12ოპოზიციური 4
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  3. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ მიემგზავრება - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
  4. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
  5. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვანგ ხუნგჭის შეხვდა
  6. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  7. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა
  8. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
  9. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა
  10. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – მივესალმებით ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით
  11. BM.GEოპოზიციურისაქართველო იყო პირველი რეგიონში, რომელიც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
  12. BM.GEოპოზიციურისაქართველო იყო პირველი რეგიონში, ვინც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
  13. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა "სარტყელი და გზის ინიციატივას" და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს - მარიამ ქვრივიშვილი
  14. რუსთავი 2სამთავრობომივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი
  15. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით“
  16. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის” ინიციატივას და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის” ინიციატივას და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები