პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იხდიდა სასჯელს, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხე დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროთბილისის საქალაქო სასამართლო

შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ორგანიზებისთვის იყო გასამართლებული, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა.

ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იხდიდა სასჯელს, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხე დატოვა
ინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იხდიდა სასჯელს, საპატიმრო დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ განუცხადა, ფირცხალავა პენიტენციური დაწესებულებიდან 13 ნოემბერს, სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, 2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო 2006 წლის 2 მაისს, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში. მას თავდაპირველად 16 წელი განესაზღვრა, რაც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შემცირდა და საბოლოოდ 12 წლით პატიმრობა შეეფარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები