პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ის ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვანგ ხუნგჭისაც შეხვდება.

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება.

მინისტერიალის წლევანდელი თემაა - "ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება".

საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ღონისძიების მიზანი ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაა.

"სარტყელისა და გზის" ენერგეტიკული მინისტერიალი მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ერთობლივი პროექტებისა და ახალი პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარებას.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი შეხვედრას გამართავს ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ვანგ ხუნგჭისთან, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები