პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვანგ ხუნგჭის შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვანგ ხუნგჭის შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ენერგეტიკაში თანამშრომლობა და საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვანგ ხუნგჭის შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორში.

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები. შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ამასთან, ხაზი გაესვა ჩინური ბიზნესის მზარდ ინტერესს სექტორის საინვესტიციო პოტენციალის მიმართ. მხარეებმა ასევე განიხილეს ჩინური კომპანიების მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა, რომ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 42%-ით გაიზარდა – ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-2 ადგილზეა. აღინიშნა, რომ ადგილობრივი ექსპორტის მონაცემების თანახმად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 2
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  3. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ მიემგზავრება - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
  4. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
  5. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  6. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა
  7. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, ხან ჭენგთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები