პოლიტიკა · 26 ნოემბერი, 01:22
"რა თქმა უნდა, არაერთხელ. არ მინდა ახლა ამ ქვეყნების ჩამოთვლა - არ ვიტყვი ამას, მაგრამ იყო ბევრი ასეთი"
"ახლა ნაკლებად გრძელდება იგივე ტენდენცია. ახლა აღარავინ ერიდება არც ფოტოს გადაღებას და არც შეხვედრას" - თქვა ბოჭორიშვილმა.

"რა თქმა უნდა, არაერთხელ. არ მინდა ახლა ამ ქვეყნების ჩამოთვლა - არ ვიტყვი ამას, მაგრამ იყო ბევრი ასეთი. არაერთი" - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას, უთხოვიათ თუ არა მისთვის, რომ შეხვედრისას არ ყოფილიყო ფოტო გადაღება.
ბოჭორიშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეხვედრებზე თანხმდებოდნენ, თუმცა გაშუქებაზე უარს ამბობდნენ.
"ახლა ნაკლებად გრძელდება იგივე ტენდენცია. ახლა აღარავინ ერიდება არც ფოტოს გადაღებას და არც შეხვედრას" - თქვა ბოჭორიშვილმა.
მასალის შესახებპირველწყარო: Facebook
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…