პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდება.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტერიალის წლევანდელი თემაა – „ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება“.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

„ღონისძიების მიზანია ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, მოწინავე ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება.

„სარტყელისა და გზის“ ენერგეტიკული მინისტერიალი მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ერთობლივი პროექტებისა და ახალი პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარებას.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი შეხვედრას გამართავს ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ვანგ ხუნგჭისთან, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები