პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას განახლებადი ენერგიის მიმართულებით. წლის ბოლომდე ახლად დადგმული განახლებადი ენერგიის სიმძლავრე 300 მგვტ-ს გადააჭარბებს.

მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი
რუსთავი 2

"საქართველოს სჯერა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს.

"მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ქვეყნებს გაუზიაროთ, ასევე ვისწავლოთ მათ მიღწევებზე. მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა მთავარი ეროვნული პრიორიტეტებია. ჩვენი სტრატეგია შიდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე, ადგილობრივი გენერაციის გაფართოებაზე, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ქვეყნის განახლებადი ენერგიის პოტენციალზეც ისაუბრა და ამ კუთხით ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ამ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წელს დასრულდა ხუთი ელექტროსადგურის მშენებლობა, მათ შორის ორი მსხვილი ქარის ელექტროსადგურისა და სამი ჰიდროელექტროსადგურის. წლის ბოლომდე ველით, რომ ახლად დადგმული განახლებადი ენერგიის ჯამური სიმძლავრე 300 მგვტ-ს გადააჭარბებს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

16 სტატია
სამთავრობო 12ოპოზიციური 4
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  3. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ მიემგზავრება - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
  4. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
  5. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვანგ ხუნგჭის შეხვდა
  6. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  7. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა
  8. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
  9. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა
  10. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს
  11. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – მივესალმებით ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით
  12. BM.GEოპოზიციურისაქართველო იყო პირველი რეგიონში, რომელიც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
  13. BM.GEოპოზიციურისაქართველო იყო პირველი რეგიონში, ვინც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
  14. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა "სარტყელი და გზის ინიციატივას" და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს - მარიამ ქვრივიშვილი
  15. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით“
  16. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის” ინიციატივას და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები