პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველო იყო პირველი რეგიონში, რომელიც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველო პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელიც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში ენერგეტიკულ მინისტერიალზე და ჩინეთთან ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავებას გაუსვა ხაზი.

საქართველო იყო პირველი რეგიონში, რომელიც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
BM.GE

საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში გამართულ „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების პროგრესს და აღნიშნა, რომ პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი თქმით, 2018 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 2023 წელს დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, ივნისში ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა, რაც ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის მიმართულებით მყარ საფუძველს ქმნის.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. ჩვენ აღნიშნულ ინიციატივას განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის ჩართულობა ინიციატივის ენერგეტიკულ ნაწილზეც ვრცელდება. ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სფეროებში. მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტებია, ხოლო სტრატეგია შიდა რესურსების ეფექტურ გამოყენებას, ადგილობრივი გენერაციის გაფართოებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებას ეფუძნება.

ვიცე-პრემიერმა ქვეყნის განახლებადი ენერგიის პოტენციალსა და კერძო ინვესტიციების მოზიდვაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, წელს ხუთი ელექტროსადგურის, მათ შორის ორი მსხვილი ქარისა და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა, ხოლო წლის ბოლომდე ახლად დადგმული განახლებადი ენერგიის ჯამური სიმძლავრე 300 მეგავატს გადააჭარბებს.

შეგახსენებთ, 2026 წელს მინისტრი ჩინეთში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებით უკვე ოთხჯერ: აპრილში, ივლისში, სექტემბერსა და ნოემბერში იმყოფებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

16 სტატია
სამთავრობო 13ოპოზიციური 3
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
  3. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ მიემგზავრება - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
  4. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
  5. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვანგ ხუნგჭის შეხვდა
  6. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
  7. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა
  8. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
  9. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა
  10. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს
  11. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – მივესალმებით ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით
  12. BM.GEოპოზიციურისაქართველო იყო პირველი რეგიონში, ვინც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
  13. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა "სარტყელი და გზის ინიციატივას" და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს - მარიამ ქვრივიშვილი
  14. რუსთავი 2სამთავრობომივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი
  15. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით“
  16. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის” ინიციატივას და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველო იყო პირველი რეგიონში, ვინც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები