საქართველო იყო პირველი რეგიონში, ვინც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“, ქვეყანა მიესალმება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას განახლებად ენერგეტიკაში, ხოლო წლის ბოლომდე ახლადდადგმული სიმძლავრე 300 მეგავატს გადააჭარბებს.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე.
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების პროგრესს და აღნიშნა, რომ პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი თქმით, 2018 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 2023 წელს დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, ივნისში ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა, რაც ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის მიმართულებით მყარ საფუძველს ქმნის.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. ჩვენ აღნიშნულ ინიციატივას განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის ჩართულობა ინიციატივის ენერგეტიკულ ნაწილზეც ვრცელდება.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სფეროებში. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტებია, ხოლო სტრატეგია შიდა რესურსების ეფექტურ გამოყენებას, ადგილობრივი გენერაციის გაფართოებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებას ეფუძნება.
ვიცე-პრემიერმა ქვეყნის განახლებადი ენერგიის პოტენციალსა და კერძო ინვესტიციების მოზიდვაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, წელს ხუთი ელექტროსადგურის, მათ შორის ქარის ორი მსხვილი და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა, ხოლო წლის ბოლომდე ახლადდადგმული განახლებადი ენერგიის ჯამური სიმძლავრე 300 მეგავატს გადააჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წელს მინისტრი ჩინეთში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებით უკვე ოთხჯერ - აპრილში, ივლისში, სექტემბერსა და ნოემბერში იმყოფებოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
16 სტატიამარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ მიემგზავრება - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოში
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვანგ ხუნგჭის შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს
მარიამ ქვრივიშვილი – მივესალმებით ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით
საქართველო იყო პირველი რეგიონში, რომელიც „სარტყელი და გზის ინიციატივას“ შეუერთდა - ქვრივიშვილი
საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა "სარტყელი და გზის ინიციატივას" და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს - მარიამ ქვრივიშვილი
მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი: „მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით“
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის” ინიციატივას და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…