პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გასათვალისწინებელია საქართველოს როლი, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, რომლის ვალდებულებაშიც შედის აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირება, როგორც ტვირთების დინებით, ასევე ენერგეტიკული საკითხების თვალსაზრისითაც - პაატა კალანდაძე

ჩინეთში „სარტყელისა და გზის“ ენერგეტიკულ მინისტერიალზე ელჩმა პაატა კალანდაძემ საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, ენერგეტიკულ და სატრანზიტო როლზე ისაუბრა.

გასათვალისწინებელია საქართველოს როლი, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, რომლის ვალდებულებაშიც შედის აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირება, როგორც ტვირთების დინებით, ასევე ენერგეტიკული საკითხების თვალსაზრისითაც - პაატა კალანდაძე
რუსთავი 2

ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ქალაქ ცინგ-ტაოში "სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას - გამოვა სიტყვით.

მინისტერიალი ქვეყნებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტების განვითარებასა და გლობალური ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა - "ინოვაციური მიღწევების გაზიარება, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და უსაფრთხო მომავლის ერთობლივად შენება", რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაცვლასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებას გულისხმობს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, პაატა კალანდაძე აცხადებს, რომ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ღონისძიება მეოთხეჯერ იმართება და მას სათავე დაედო ჯერ კიდევ 2016 წელს. საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო ჯერ კიდევ 2015 წელს მიუერთდა ინიციატივას და ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც გახდა ამ ოჯახის წევრი. შესაბამისად, გასათვალისწინებელი არის ასევე საქართველოს როლი დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორც შუა დერეფნის ქვეყანა, რომლის ვალდებულებაშიც შედის აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირება, არა მარტო ადამიანების დინებით, არა მარტო ტვირთების დინებით, არამედ ენერგეტიკული საკითხების თვალსაზრისითაც. ასევე, იმ მნიშვნელობას, რომელსაც ანიჭებს მონაწილე ქვეყნები ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ამ დერეფნის გასწვრივ", - განაცხადა პაატა კალანდაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში წელს უკვე მეხუთედ მიემგზავრება - რა მიზნით ჩადის ამჯერად ცინგტაოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები