მარიამ ქვრივიშვილი: „ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს და, ასევე, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები და ინოვაციური ტექნოლოგიები“
2036 წლისთვის საქართველოს გენერაციის სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდა და ელექტროენერგიის ტრანზიტის გაფართოება იგეგმება, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში მიმდინარე ენერგეტიკულ მინისტერიალზე.

„ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს და, ასევე, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები და ინოვაციური ტექნოლოგიები“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტერიალზე, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ცინგტაო მასპინძლობს, მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.
„რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში.
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ნახშირწყალბადების რესურსების საიმედო სატრანზიტო ქვეყანამ. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ეს როლი ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებითაც გავაფართოოთ. ამ კუთხით, საქართველო პარტნიორებთან ერთად სამ სტრატეგიულ ინიციატივას ავითარებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, მწვანე ენერგიის დერეფანსა და მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობით ვითარდება“, – განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგრესი უკვე მიღწეულია და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ევროკომისიის მიერ მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, დამტკიცდა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო სულ ახლახან, აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად.
„ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააფართოებს რეგიონული ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და განამტკიცებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ის, ასევე, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამარიამ ქვრივიშვილი: გრძელვადიანი ამბიციაა 2036 წლისთვის საქართველოს გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს, გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტის და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები
მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…