პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას - პაატა სალია

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები, 5 დაშავებული კი კლინიკაში რჩება.

ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას - პაატა სალია
რუსთავი 2

იუსტიციის მინისტრი, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. პაატა სალია გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეულია იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. ეს არის დანაკარგი, რომლის წინაშეც სიტყვები უძლურია.

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილში.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპაატა სალია: ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეულია იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები