პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ჯგუფი - მიხეილ სარჯველაძე ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულებზე

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ჯგუფი - მიხეილ სარჯველაძე ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულებზე
რუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ყველა მათგანს სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.

"ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფი. ამ თვალსაზრისით, შეფერხება არ იარსებებს. როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ჯგუფი.

იდენტიფიცირებული ადამიანები, ვისაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, ყველა მათგანი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, ყველასთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება.

ამ დროისთვის, 4 ადამიანი ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. მცირეწლოვანების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება და დაკვირვება მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე - ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძე – ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები