ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაეწერა, 4 წლამდე გოგონას მკურნალობა კი გრძელდება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაეწერა, ხოლო 4 წლამდე გოგონა მკურნალობას აგრძელებს. მომხდარ ტრაგედიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 19 ნოემბერს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი ბინაზე გაეწერა. სახლში გაწერის გადაწყვეტილება განმეორებითი კვლევების შემდეგ მიიღეს.
კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლამდე გოგონა.
როგორც ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მას დაზიანებული ჰქონდა ყურის გარეთა ნაწილი.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან ორი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. ამასთან, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს
ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა
ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…