ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე - ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

ამ დროისთვის, ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ - ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
"ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების არაერთი ჯგუფი და პრაქტიკულად, ამ თვალსაზრისით შეფერხება არ იარსებებს. პრაქტიკულად, პირველივე წუთებიდანვე, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, ბუნებრივია, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. იდენტიფიცირებული არიან ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და პრაქტიკულად ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვის არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება. ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ. ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან მიმართებაში. სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებებია. ყურადღების ქვეშ არის ყველა პაციენტი და იმის მიხედვით, როგორ განისაზღვრება თითოეულ მათგანთან მიმართებაში საჭიროება სამედიცინო დახმარების, ყველასთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…