მერვე საათია მაშველები ნანგრევებში 7 ადამიანს, მათ შორის 3 ბავშვს ეძებენ
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ მაშველები ნანგრევებში 7 ადამიანს, მათ შორის 3 ბავშვს ეძებენ. კახა კალაძის განცხადებით, კორპუსიდან 28 ოჯახის სასტუმროში განთავსება იგეგმება.

მერვე საათია ქვემო ფონიჭალაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს - ადგილზე მიტანილია სკანერები, მუშაობენ კინოლოგები, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, მათ შორის სამ ბავშვს.
მუნიციპალურმა ლაბორატორიამ კი კორპუსის შემოწმება დაასრულა - როგორც კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო.
თბილისის მერის თქმით, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ.
კალაძის განცხადებითვე, თავიდან 90 ოჯახის მოთავსება იგეგმებოდა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის და მხოლოდ 28 ოჯახი განთავსდება.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
ასევე ნახეთ:
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
შს მინისტრი ამბობს, რომ აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია
საყრდენი კედელი გადმოიხარა და კორპუსის ნგრევის საფრთხე რეალურია - შს მინისტრი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
17 სტატიამიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია
7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
სულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია – რა ხდება ფონიჭალაში, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს - საყრდენი კედელი გადაიხარა
ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები აფეთქების შემდეგ შვიდ ადამიანს ეძებენ
ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები აფეთქების შემდეგ შვიდ ადამიანს ეძებენ [ფოტო]
ფონიჭალაში ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 ბავშვი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია მოყოლილი
ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენ
სულხან თამაზაშვილი: ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
შინაგან საქმეთა მინისტრი: ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა, აქტიურად ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს
"ახალგაზრდა გოგოა სამ შვილთან ერთად მოყოლილი" - ხალხი ნანგრევებიდან ახლობლების გამოყვანას ელოდება
სულხან თამაზაშვილი: “ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება”
„ქრონიკამ“ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების კადრები მოიპოვა. ვიდეო
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…