პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კალაძის თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი მოხდება, ხალხისთვის კი სახლებს იქირავებენ

კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი მოხდება, დაზარალებულებისთვის კი მუნიციპალიტეტი ბინებს იქირავებს.

კალაძის თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი მოხდება, ხალხისთვის კი სახლებს იქირავებენ
TV პირველი

კახა კალაძე ამბობს, რომ ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი მგანხორციელდება, ხალხისთვის კი, ვინც ამ სადარბაზოებში ცხოვრობდა და ტრაგედიას გადაურჩა სახლებს იქირავებენ.

თბილისის მერის თქმით, თუ იმ ადამიანებსაც ექნებათ სურვილი, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, მონაწილეობა მიიღონ ჩანაცვლების პროგრამაში, მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ შესაბამისი პროექტი განახორციელოს.

კალაძემ კომენტარი ინგოროყვას კლინიკაში გააკეთა, სადაც ორი დაშავებული ბავშვის მოსანახულებლად ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ სარჯველაძესთან ერთად მივიდა.

საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ახლობლებს, ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მათ. იმედი მაქვს, რომ ისინი რამდენიმე დღეში საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან.

როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი, 143 ადამიანი დაკმაყოფილებულია და სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოთ, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ. გადაწყვეტას რაც შეეხება, აუცილებელი იქნება, აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.

ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებს ცხოვრებას, თუ მათაც ექნებათ სურვილ ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს", - განაცხადა კალაძემ.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე - აუცილებელი იქნება სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება - ასევე, თუ დანარჩენ სადარბაზოებში მცხოვრებლებს სურვილი ექნებათ, მზად ვართ, ჩანაცვლების პროგრამით შესაბამისი პროექტი განხორციელდეს
  2. რუსთავი 2სამთავრობო"28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით, შემდეგ ეტაპზე უზრუნველვყოფთ, ვიქირავოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რათა არანაირი პრობლემები არ შეექმნათ" - კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები