პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე ფონიჭალაში დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებზე: თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, შესაბამისი პროექტი განახორციელოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი დემონტაჟს ექვემდებარება, მუნიციპალიტეტი კი მზადაა სხვა სადარბაზოების მცხოვრებლებსაც შესთავაზოს ჩანაცვლების პროგრამა.

კახა კალაძე ფონიჭალაში დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებზე: თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, შესაბამისი პროექტი განახორციელოს
იმედინიუსი

თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებს ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლების შესახებ.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ განხორციელდება დაზიანებული კორპუსის დემონტაჟი და ახალი პროექტი.

„როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი - 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.

ასევე, თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა, ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკალაძის თქმით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული სადარბაზოების დემონტაჟი მოხდება, ხალხისთვის კი სახლებს იქირავებენ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე - აუცილებელი იქნება სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება - ასევე, თუ დანარჩენ სადარბაზოებში მცხოვრებლებს სურვილი ექნებათ, მზად ვართ, ჩანაცვლების პროგრამით შესაბამისი პროექტი განხორციელდეს
  3. რუსთავი 2სამთავრობო"28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით, შემდეგ ეტაპზე უზრუნველვყოფთ, ვიქირავოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რათა არანაირი პრობლემები არ შეექმნათ" - კახა კალაძე
  4. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვები კლინიკაში მოინახულა
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიაუცილებელი იქნება კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი – კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გერმანიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები