კახა კალაძე: საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; თბილისის მერმა კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

თბილისის მერი, კახა კალაძე 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, - კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
მან მედიკოსებს, მაშველებს და სამუშაოებში ჩართული ყველა უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის წარმომადგენლებს, ზოგადად მედიკოებს, ყველას მადლობა გადავუხადო. მინდა, მადლობა გადავუხადო სახანძრო-სამაშველო ჯგუფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც ამ მძიმე დღეებში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე შენარჩუნებულიყო”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიამთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ფონიჭალაში მცხოვრები: ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა: „გადახტითო!“. ხმა მესმოდა და მერე ჩამოინგრა. ვერო არ იყო კონტაქტური, მეორე სართულზე, ალბათ, ის ეგრევე დაიღუპა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ალბათ, ჯაბასი, ვინც დაიღუპა: „მიშველეთო!“ ძალიან მალე მოვიდა სამაშველო. დაიწყო ნგრევა. ჩამოვარდა მთლიანად ოთახები
ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…