დააკავეს კაცი, რომელსაც საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან – შსს
თელავში დედის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება შსს. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ბრალდებულს კი 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თელავში, დააკავეს კაცი, რომელსაც საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ინციდენტი „ურთიერთშესაპარაკების ნიადაგზე“ მოხდა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკახეთში შვილმა დედა დაჭრა
თელავში შვილმა დედა დაჭრა — სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
თელავში, ცივი იარაღის გამოყენებით შვილმა დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - ის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…