პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თელავში, ცივი იარაღის გამოყენებით შვილმა დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - ის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თელავში შვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედა ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, დაშავებული ქალი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

თელავში, ცივი იარაღის გამოყენებით შვილმა დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - ის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
ინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიკახეთში შვილმა დედა დაჭრა
  2. ფორმულაოპოზიციურითელავში შვილმა დედა დაჭრა — სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
  3. იმედინიუსისამთავრობოკახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
  4. რუსთავი 2სამთავრობობრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები