პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, თელავში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედა ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.

ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკახეთში შვილმა დედა დაჭრა
  2. ფორმულაოპოზიციურითელავში შვილმა დედა დაჭრა — სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
  3. იმედინიუსისამთავრობოკახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურითელავში, ცივი იარაღის გამოყენებით შვილმა დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - ის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები