პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კოტეჯების აშენებას დაჰპირდა და მოტყუებით მათ კუთვნილ 160 000 ლარს დაეუფლა.

სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

"კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს მოქალაქეებს თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში კოტეჯების აშენებას დაჰპირდა.

ბრალდებულმა მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ წინასწარ მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეასრულა და მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ 160 000 ლარს.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოქალაქეებს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიკოტეჯების აშენების ნაცვლად მოტყუებით დაეუფლა 160 000 ლარს - დააკავეს 1 პირი
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  3. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"დაზარალებულებს კოტეჯების მშენებლობაზე შეუთანხმდა, მათგან გადაცემული 336 900 ლარი მიისაკუთრა და მიიმალა" - ერთ პირს ბრალდება წარედგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები