მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 15 ნოემბერს, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
15 ნოემბერს, ღამის საათებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შპს "თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან "არაგვის" მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი:
• გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე).
• საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით - თამარ მეფის პანდუსის გავლით.
სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
თბილისის მერია და შპს "თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…