პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„დემოკრატი“ სენატორები ილონ მასკს მოუწოდებენ, რომ ყველა დოკუმენტი შეინახოს, რომელიც უკრაინაში Starshield-ის მუშაობის შეზღუდვას უკავშირდება

დემოკრატმა სენატორებმა ილონ მასკს მოსთხოვეს, შეინახოს ყველა დოკუმენტი, რომელიც უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის სერვისების შეზღუდვას ეხება. მათი განცხადებით, შეფერხებებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვა დააზიანა.

„დემოკრატი“ სენატორები ილონ მასკს მოუწოდებენ, რომ ყველა დოკუმენტი შეინახოს, რომელიც უკრაინაში Starshield-ის მუშაობის შეზღუდვას უკავშირდება
ინტერპრესნიუსი

„დემოკრატი“ სენატორები ილონ მასკს მოუწოდებენ, რომ ყველა დოკუმენტი შეინახოს, რომელიც უკრაინაში Starshield-ის მუშაობის შეზღუდვას უკავშირდება, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „დემოკრატი“ სენატორები გეგმავენ, რომ მაშინვე, როგორც კი იანვარში­ ახალი კონგრესის შემადგენლობა მუშაობას შეუდგება, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებზე გამოძიება დაიწყონ.

დემოკრატმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და კრის კუნსმა SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ყველა მონაცემის შენახვას მოითხოვენ, რაც უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის თანამგზავრული სერვისების შეფერხებით მუშაობას უკავშირდება.

„აღნიშნულ სერვისებზე ბოლო დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა, რომლებიც იმ ფონზე მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშებს აგრძელებს, საჰაერო თავდაცვის კრიტიკული შესაძლებლობების გამოყენება შეაფერხა, საფრთხე შეუქმნა ამერიკელ პერსონალს და სერიოზული კითხვები გააჩინა კრიტიკულ საკომუნიკაციო შესაძლებლობებზე SpaceX-ის კონტროლთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სენატორების წერილში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვები უკვე ხუთი დღეა ფიქსირდება. მისი თქმით, SpaceX-ში განაცხადეს, რომ მათ შეზღუდვები არ დაუწესებიათ და პრობლემა ტექნიკურია.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: უკრაინაში ისევ შეფერხდა Starshield-ის მუშაობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები