ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
თელავში, ცივი იარაღით დედის დაჭრისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, იტყობინება შსს.

თელავში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად",- ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკახეთში შვილმა დედა დაჭრა
თელავში შვილმა დედა დაჭრა — სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
თელავში, ცივი იარაღის გამოყენებით შვილმა დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - ის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
დააკავეს კაცი, რომელსაც საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან – შსს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…