პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახეთში შვილმა დედა დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თელავში შვილმა ურთიერთშელაპარაკებისას დედა ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა — საქმე ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.

კახეთში შვილმა დედა დაჭრა
TV პირველი

თელავში შვილმა დედა დაჭრა - ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც შსს იუწყება, სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა.

შვილს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმეში დევს დანაშაულის ჩადენის იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოკახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
  2. რუსთავი 2სამთავრობობრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფულის ამოღება სიცოცხლის მოსპობის მუქარით – ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები