საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
თელავში დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირს ბრალდება წარედგინა, რასაც პროკურატურა ავრცელებს. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ნოემბერს, ქალაქ თელავში, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა მოკვლის მიზნით დანით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დედას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „კ“ და „პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…