თელავში შვილმა დედა დაჭრა — სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
თელავში შვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედა ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი თელავშივე დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…