რატომ დააბრუნა სხდომაზე ნიკა გვარამია და არ დაუშვა მაია კოპალეიშვილი – რას ამბობს რევაზ ნადარაია?
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია დააბრუნა, ხოლო მაია კოპალეიშვილს პროცესზე დასწრების უფლება სასამართლოს მძიმე შეურაცხყოფის გამო არ მისცა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სხდომაზე “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააბრუნა, მაია კოპალეიშვილს კი პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა:
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 32-ე მუხლის მეორე ნაწილი ნამდვილად აძლევს მხარეს იმის უფლებას, რომ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გაძევებული მხარის დაბრუნების თაობაზე. მოვისმინე წარმოდგენილი შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. მან სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად დაარღვია წესრიგი, შესაძლებელია მას მიეცეს შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ დაბრუნდეს და დაესწროს ამ პროცესს, წარმოადგინოს თავისი პარტია. ამის მოტივაციაა ის, რომ წარმომადგენელს მიეცეს შესაბამისი უფლება – მხარეს თავისი ტვირთი აქვს, უნდა დასვას შეკითხვები, გააკეთოს ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დასკვნითი სიტყვა. ის არის პარტიის თავმჯდომარე, თვითონ მხარე არის ვალდებული გაუფრთხილდეს მის უფლებას და მისი უფლების რეალიზაციაც სასამართლო სხდომაზე სწორედ წესრიგის დაცვით მოხდეს. ის, რომ მხარეს ამის უფლება აქვს, არ ნიშნავს, რომ სასამართლომ ყველაფერი ითმინოს. ვინაიდან სხვა საკითხს არ უკავშირდება ბატონი გვარამიას გაძევება, გარდა წესრიგის დარღვევისა, მისცემს მას სასამართლო შანსს, რომ დაბრუნდეს და გააგრძელოს დასწრება სხდომაზე.
რაც შეეხება მაია კოპალეიშვილს, გარდა იმისა, რომ წესრიგი დაარღვია, სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა. ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ სასამართლო თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. მას, რომელიც 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, უნდა ესმოდეს ამდენი, უნდა ესმოდეს, ეს რა მძიმე განცხადება და შეურაცხყოფაა. ამავდროულად, ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დაწყების დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ზოგადად, სხდომაზე და მისი განცხადებების დაახლოებით 90% უკავშირდება თვითნებურ წამოდგომას და სასამართლოს თანხმობის გარეშე განცხადებების კეთებას. ძირითადად ეს ქალბატონი დაკავებული იყო, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. არ ვიცი, რატომ აირჩია ეს როლი ამ სხდომაზე, მაგრამ გამორჩეულად წესრიგის დამრღვევი იყო ქალბატონი მაია, მაგრამ ამავდროულად, მას შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომელსაც სასამართლო მას ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
14 სტატიამოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
გვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომის დარბაზიდან გააძევა
რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს - თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ - მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი ოპოზიციის აკრძალვის საქმის სხდომიდან გააძევეს – „ეს იყო დავალება „ოცნებიდან“
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი პროცესზე დაბრუნებას მოითხოვენ - ისინი სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავენ
გვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა
რევაზ ნადარაია - მაია კოპალეიშვილმა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომ თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს - ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა და სასამართლო მას ვერ აპატიებს, სხდომაზე ვერ დაუშვებს
რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილზე: უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა
სასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…