პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამიას გაძევების შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები სხდომაზე აღარ გამოცხადდნენ, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობის გაგრძელების უფლება დაკარგეს

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოლელო

საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევებისა და წევრების გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა.

ნიკა გვარამიას გაძევების შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები სხდომაზე აღარ გამოცხადდნენ, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობის გაგრძელების უფლება დაკარგეს
ინტერპრესნიუსი

ტექნიკური შესვენების შემდეგ „პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში არ გამოცხადდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

„ჰყავდათ კიდევ სამი წარმომადგენელი. იმედია მხოლოდ გვარამიაზე არ არიან ისინი დამოკიდებულები. მათ შეეძლოთ მობრძანებულიყვნენ, გაეგრძელებინათ შეკითხვების დასმა და ვინაიდან, არ იყენებენ თავიანთ საპროცესო უფლებებს, სასამართლო გადავა პარტია „ლელოსთან“ და მისცემს შეკითხვებს... გამოვლენილი უპატივცემულობის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ დაკარგეს ინტერესი, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები მოსარჩელე მხარეს“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ტექნიკურ შესვენებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ნიკა გვარამიას დარბაზი დაატოვებინა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციური„რისთვის მაძევებთ, გამაგებინეთ?!.. მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ ამაზე…“ – ნიკა გვარამია მოსამართლემ პროცესიდან გააძევა
  2. TV პირველიოპოზიციური"თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის" -ნადარაიამ გვარამია სასამართლო სხდომიდან ისევ გააძევა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ყველანაირ ზღვარს გადააჭარბეთ“ - გვარამია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სხდომიდან გააძევეს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა სიტყვებით: „ზღვარს გადააბიჯეთ, გაძევებული ხართ, თქვენი ადგილი დარბაზში არ არის, გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი”, რაზეც გვარამიამ უპასუხა: “სამარცხვინო კაცი ხარ, მოვა დრო და პასუხს მოგთხოვ“
  5. TV პირველიოპოზიციური“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები საკონსტიტუციოში სხდომაზე დღეს აღარ დაბრუნდებიან
  6. TV პირველიოპოზიციურინადარაიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატომ დააბრუნა სხდომაზე ნიკა გვარამია და არ დაუშვა მაია კოპალეიშვილი – რას ამბობს რევაზ ნადარაია?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები