პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი დარბაზიდან გააძევეს. კოლეგიის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მიზეზად წესრიგის დარღვევა და სასამართლოს შეურაცხყოფა დაასახელა, ხოლო კოპალეიშვილმა ამას „ოცნების“ დავალების შესრულება უწოდა.

ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
პირველი არხი

პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას განცხადებით, ისინი გაძევებული იქნებიან სხდომის დასრულებამდე, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათი დაბრუნების შესახებ შუამდგომლობას.

რევაზ ნადარაიას თქმით, ნიკა გვარამია სასამართლოსგან მუდმივად იღებდა შენიშვნას წესრიგის დარღვევისთვის, რაც, მისივე განმარტებით, გამოიხატებოდა ადგილიდან წამოძახებებში და სასამართლოს თანხმობის გარეშე, მოსარჩელე მხარის სიტყვით გამოსვლის დროს, განცხადებების გაკეთებაში. რევაზ ნადარაიას თქმით, ეს ყველაფერი ხელშემშლელია სასამართლოსთვის.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარის მხრიდან პიროვნული მითითებების მიცემა სწორი არ არის. ამასთან, მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე პასუხი გაძევების საფუძველი ვერ იქნებოდა.

ნიკა გვარამიას გაძევებასთან დაკავშირებით მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება და „ოცნების“ დავალება, რაც განახორციელა სასამართლომ.

რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს მიმართა, თავი შეეკავებინა სასამართლოს კრიტიკისა და შეურაცხყოფისგან.

„შეურაცხყოფაა, როდესაც ამბობთ, მე დავალება მივიღე, რომ ბატონი გვარამია გამეძევებინა. თქვენ უკვე ორი დღეა, მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ მე გაგაძევოთ დარბაზიდან. მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ? შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ მიიღო ვიღაცისგან დავალება გვარამიას გაძევებაზე“, – მიმართა რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს.

მაია კოპალეიშვილის თქმით, შეიზღუდა მოპასუხე მხარის საპროცესო უფლებები და მოითხოვენ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაშვებას.

ამ წუთებში სასამართლო პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიმოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
  4. TV პირველიოპოზიციურირევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომის დარბაზიდან გააძევა
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს - თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ - მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციომ გვარამიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები