მოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვების ეტაპზე მიმდინარეობს, ხმაური იყო.
მოსამართლემ დარბაზიდან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გააძევა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ", - თქვა მოსამართლემ.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მაია კოპალეიშვილმა მოსამართლეს მიმართა:
"მე რატომ არ მაძევებთ? გამაძევეთ მეც. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება გვარამიას გაძევებაზე, პირდაპირ იყო დავალება ოცნებისგან, რადგან ოცნება ამას მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ. [...] ვერასდროს დავასრულებ თქვენს კრიტიკას", - მიმართა მაია კოპალეიშვილმა მოსამართლეს.
ამ განცხადების შემდეგ, მოსამართლემ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა.
"თქვენ ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ, რომ სასამართლომ მიიღო დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია, რომელსაც აქვს მუდმივი შენიშვნები. ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურა არ გაქვთ იმის, რომ მისმინოთ. თქვენც გაძევებული ხართ", - მიმართა მოსამართლემ მაია კოპალეიშვილს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…