პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი ოპოზიციის აკრძალვის საქმის სხდომიდან გააძევეს – „ეს იყო დავალება „ოცნებიდან“

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვიდან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევეს. კოპალეიშვილის თქმით, ეს „ოცნების“ დავალება იყო.

ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი ოპოზიციის აკრძალვის საქმის სხდომიდან გააძევეს – „ეს იყო დავალება „ოცნებიდან“
ბათუმელები

დღეს, 11 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლეების კითხვებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პასუხობენ. მოსამართლე ევა გოცირიძემ „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებს ჰკითხა: აქვთ თუ არა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ოპოზიციური პარტიების მხრიდან ძალადობაში მონაწილეობას ან ძალადობის წახალისებას.

ამ კითხვის პასუხად არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის წევრმა „ოცნებიდან“, მურთაზ ზოდელავა და პაატა ბურჭულაძე ახსენა. ეს პირები 4 ოქტომბრის საქმეზე გაასამართლეს. გორდულაძის თქმით, ზოდელავა და ბურჭულაძეც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული.

„ამ პარტიის წევრი არცერთი არ ყოფილა, ახლა ვინმეს კურსელი თუა, მაგის გამო თქვენ თუ გაგასამართლებენ, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეთ ციხეში, ყველა კურსელები ხართ, ვინც დაღუპეთ ეს ქვეყანა,“ – მიმართა „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატს ნიკა გვარამიამ.

„ვინც დაღუპა, ყველანი ხართ აქ,“ – უთხრა ნიკა გვარამიას არჩილ გორდულაძემ.

ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ ვინმესთან მეგობრობა არ არის პარტიასთან კავშირში: „მე რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ გადატრიალების მომწყობი ვართ ყველა ერთად?!“ – იკითხა მან.

ეს შეკამათება შეაფასა „წესრიგის დარღვევად“ რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ და სხდომიდან გააძევა ჯერ ნიკა გვარამია, შემდეგ კი მაია კოპალეიშვილიც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

„ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო დავალება „ოცნებიდან“… ეს არის სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა… რატომ გეცინებათ, წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული?“ – მიმართა რევაზ ნადარაიას მაია კოპალეიშვილმა და დასძინა, რომ შუამდგომლობას აუცილებლად დააყენებს და სხდომაზე დაბრუნებას მოითხოვს.

თუ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლოში ამ საქმის განხილვის დასრულებამდე ვერცერთ პროცესს ვეღარ დაესწრებიან.

აქ რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს უთხრა, თავისთავად, შეგიძლიათ შუამდგომლობის დაყენება, სამწუხაროა, რომ კანონი არ იცით, აქ იყავით 10 წელიო.

„ეს არის შეურაცხყოფა,“ – პლენუმის თავმჯდომარეს მიმართა პარტია „ახალის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, თენგიზ თევზაძემ.

„საკუთარ თანაგუნდელს მიხედეთ,“ – თევზაძეს მიმართა ამჯერად რევაზ ნადარაიამ.

„თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ გაგაძევოთ, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ?“ – იკითხა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, ვიდრე ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ.

„თქვენ აქ კონსტიტუციის მცველები ხართ და არა ჩვენი უფლებების შემზღუდველები, მაგრამ მცველები ალბათ ბრჭყალებში. ეს არის ძალის დემონსტრირება… „ოცნება“ იქნება ბედნიერი, რომ არ იქნება ჩვენგან კითხვები, თქვენც ალბათ, მათ შორის“, – მიმართა უშუალოდ მოსამართლეებს მაია კოპალეიშვილმა, ვიდრე დარბაზს დატოვებდა.

უკვე მეათე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა მიმდინარეობს. „ოცნება“ გეგმავს საქართველოში აკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

14 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 5ნეიტრალური 4
  1. ფორმულაოპოზიციურიმოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
  4. TV პირველიოპოზიციურირევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
  5. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომის დარბაზიდან გააძევა
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს - თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ - მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი პროცესზე დაბრუნებას მოითხოვენ - ისინი სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავენ
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა
  10. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია - მაია კოპალეიშვილმა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომ თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს - ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა და სასამართლო მას ვერ აპატიებს, სხდომაზე ვერ დაუშვებს
  11. იმედინიუსისამთავრობორევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილზე: უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა
  12. პირველი არხისამთავრობოსასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა
  13. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  14. ალიაოპოზიციურირატომ დააბრუნა სხდომაზე ნიკა გვარამია და არ დაუშვა მაია კოპალეიშვილი – რას ამბობს რევაზ ნადარაია?
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„გაუგებრობას აქვს ადგილი“ – მოსამართლე პარტიების აკრძალვის საქმის მე-9 დღის განხილვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები