საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სხდომათა დარბაზიდან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი გააძევა. კოპალეიშვილმა გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობის დაყენება დააანონსა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
„ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, რომ მომისმინოთ, თქვენც გაძევებული ხართ“, - მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილs, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობას აუცილებლად დააყენებს.
„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით - გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც გააძევა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…