პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე823 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეარჩილ გორდულაძე - არ შეიძლება საკითხის ასეთი უტრირება მოხდეს, რომ პოლიტიკური პარტია თუ აიკრძალა, მის ამომრჩეველსაც სარჩევნო უფლება ეზღუდება - არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის ნების შეზღუდვასთან არაკონსტიტუციური პარტიის აკრძალვას823 ჩანაწერი · 13 მედია

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაკოალიცია ცვლილებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ხმაურის ფონზე დარბაზიდან მაია კოპალეიშვილი გააძევა, რასაც კოპალეიშვილმა ძალის დემონსტრირება და უსამართლო გადაწყვეტილება უწოდა.

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
TV პირველი

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

„ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, თქვენც გაძევებული ხართ“, - მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით - გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც გააძევა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიმოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ნიკა გვარამია გააძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები