პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ ნადარაია - მაია კოპალეიშვილმა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომ თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს - ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა და სასამართლო მას ვერ აპატიებს, სხდომაზე ვერ დაუშვებს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია სხდომაზე დააბრუნა, ხოლო მაია კოპალეიშვილი სასამართლოსთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დარბაზში აღარ დაუშვა. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას თქმით, გაუგონარი შეურაცხყოფაა განცხადება, თითქოს სასამართლო ვინმეს დავალებით მოქმედებს.

რევაზ ნადარაია - მაია კოპალეიშვილმა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომ თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს - ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა და სასამართლო მას ვერ აპატიებს, სხდომაზე ვერ დაუშვებს
ინტერპრესნიუსი

ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დაწყების დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით. ეს ქალბატონი ძირითადად დაკავებული იყო სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. ამავდროულად, მან შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომელსაც სასამართლო მას ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე, - ასე განმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ საკუთარი გადაწყვეტილება, სხდომაზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაბრუნების, ხოლო მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 32-ე მუხლის მეორე ნაწილი ნამდვილად აძლევს მხარეს იმის უფლებას, რომ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გაძევებული მხარის დაბრუნების თაობაზე. მოვისმინე წარმოდგენილი შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. მან სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად დაარღვია წესრიგი, შესაძლებელია მას მიეცეს შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ დაბრუნდეს და დაესწროს ამ პროცესს, წარმოადგინოს თავისი პარტია. ამის მოტივაციაა ის, რომ წარმომადგენელს მიეცეს შესაბამისი უფლება - მხარეს თავისი ტვირთი აქვს, უნდა დასვას შეკითხვები, გააკეთოს ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დასკვნითი სიტყვა. ის არის პარტიის თავმჯდომარე, თვითონ მხარე არის ვალდებული გაუფრთხილდეს მის უფლებას და მისი უფლების რეალიზაციაც სასამართლო სხდომაზე სწორედ წესრიგის დაცვით მოხდეს. ის, რომ მხარეს ამის უფლება აქვს, არ ნიშნავს, რომ სასამართლომ ყველაფერი ითმინოს. ვინაიდან სხვა საკითხს არ უკავშირდება ბატონი გვარამიას გაძევება, გარდა წესრიგის დარღვევისა, მისცემს მას სასამართლო შანსს, რომ დაბრუნდეს და გააგრძელოს დასწრება სხდომაზე.

რაც შეეხება მაია კოპალეიშვილს, გარდა იმისა, რომ წესრიგი დაარღვია, სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა. ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ სასამართლო თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. მას, რომელიც 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, უნდა ესმოდეს ამდენი, უნდა ესმოდეს, ეს რა მძიმე განცხადება და შეურაცხყოფაა. ამავდროულად, ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დაწყების დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ზოგადად, სხდომაზე და მისი განცხადებების დაახლოებით 90% უკავშირდება თვითნებურ წამოდგომას და სასამართლოს თანხმობის გარეშე განცხადებების კეთებას. ძირითადად ეს ქალბატონი დაკავებული იყო, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. არ ვიცი, რატომ აირჩია ეს როლი ამ სხდომაზე, მაგრამ გამორჩეულად წესრიგის დამრღვევი იყო ქალბატონი მაია, მაგრამ ამავდროულად, მას შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომელსაც სასამართლო მას ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დღეს ნიკა გვარამიას და მაია კოპალეიშვილის პროცესიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. კოპალეიშვილისა და გვარამიას დარბაზიდან გაძევებას წინ უძღოდა კამათი და დაპირისპირება მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის. ნიკა გვარამიამ, მოსარჩელე მხარეს მიმართა, რომ ის არასწორად იქცეოდა. საბოლოოდ ნადარაიამ გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მწვავედ გააკრიტიკა მაია კოპალეიშვილმა, რომელმაც სასამართლოს მიმართა, რომ გვარამიას გაძევების შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დავალება და მიზანმიმართული ქმედება იყო. სასამართლომ კოპალეიშვილის განცხადებები შეურაცხმყოფლად შეაფასა და ისიც დარბაზიდან გააძევა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

14 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 6ნეიტრალური 3
  1. ფორმულაოპოზიციურიმოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
  4. TV პირველიოპოზიციურირევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
  5. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომის დარბაზიდან გააძევა
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს - თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ - მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
  8. ბათუმელებიოპოზიციურინიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი ოპოზიციის აკრძალვის საქმის სხდომიდან გააძევეს – „ეს იყო დავალება „ოცნებიდან“
  9. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი პროცესზე დაბრუნებას მოითხოვენ - ისინი სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავენ
  10. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა
  11. იმედინიუსისამთავრობორევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილზე: უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა
  12. პირველი არხისამთავრობოსასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა
  13. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  14. ალიაოპოზიციურირატომ დააბრუნა სხდომაზე ნიკა გვარამია და არ დაუშვა მაია კოპალეიშვილი – რას ამბობს რევაზ ნადარაია?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები