საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 პარტიის აკრძალვის პროცესზე ნიკა გვარამია დააბრუნა, მაია კოპალეიშვილის დაბრუნებაზე კი მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს მძიმე შეურაცხყოფის მოტივით უარი თქვა.
5 პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა პროცესიდან გაძევებული ნიკა გვარამიასა და მაია კოპალეიშვილის სხდომაზე დაბრუნების შესახებ.
აღნიშნული შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სხდომაზე დაბრუნების ნება დართო ნიკა გვარამიას, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა. როგორც რევაზ ნადარაიამ განმარტა, მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იგი სხდომას ვეღარ დაესწრება.
"მოვისმინე წარმოდგენილი შუამდგომლობა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა. ბატონ გვარამიას ნაწილში დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მან წესრიგი დაარღვია, სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად, დაარღვია წესრიგი. შესაძლებელია მას მიეცეს შანსი იმისა, რომ დაბრუნდეს, დაესწროს ამ პროცესს და წარმოადგინოს თავისი პარტია.
რაც შეეხება ქალბატონ კოპალეიშვილს, გარდა იმისა, რომ წესრიგი დაარღვია, მან შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს. ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა. ამავდროულად, ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დაწყების დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ზოგადად სხდომაზე და მისი განცხადებების დაახლოებით 90 პროცენტი უკავშირდება თვითნებურ წამოდგომას და სასამართლოს თანხმობის გარეშე განცხადებების კეთებას. ეს ქალბატონი ძირითადად დაკავებული იყო სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. არ ვიცი მან რატომ აირჩია ეს როლი სხდომის მიმდინარეობისას, მაგრამ გამორჩეულად წესრიგის დამრღვევი იყო ქალბატონი მაია. ამავდროულად, მან შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რასაც სასამართლო მას ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე", - განმარტა რევაზ ნადარაიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
14 სტატიამოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
გვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომის დარბაზიდან გააძევა
რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს - თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ - მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი ოპოზიციის აკრძალვის საქმის სხდომიდან გააძევეს – „ეს იყო დავალება „ოცნებიდან“
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი პროცესზე დაბრუნებას მოითხოვენ - ისინი სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავენ
გვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა
რევაზ ნადარაია - მაია კოპალეიშვილმა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომ თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს - ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა და სასამართლო მას ვერ აპატიებს, სხდომაზე ვერ დაუშვებს
რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილზე: უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა
სასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა
რატომ დააბრუნა სხდომაზე ნიკა გვარამია და არ დაუშვა მაია კოპალეიშვილი – რას ამბობს რევაზ ნადარაია?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…