სასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ სხდომაზე ნიკა გვარამია დააბრუნა, ხოლო მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე უარი თქვა, რადგან მოსამართლე რევაზ ნადარაიას განცხადებით, მან სასამართლოს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა.

პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა პროცესიდან გაძევებული ნიკა გვარამიასა და მაია კოპალეიშვილის სხდომაზე დაბრუნების შესახებ.
აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სხდომაზე დაბრუნების ნება დართო ნიკა გვარამიას, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა.
რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ ნიკა გვარამიას გაძევება უკავშირდებოდა მხოლოდ წესრიგის დარღვევას და სასამართლო მას კიდევ ერთხელ აძლევს შანსს.
„სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად, მან დაარღვია წესრიგი, შესაძლებელია, მიეცეს შანსი და შესაძლებლობა, რომ დაბრუნდეს და დაესწროს ამ პროცესს, წარმოადგინოს თავისი პარტია. ის, რომ მხარეს თავისი ტვირთი აქვს და უნდა დასვას შეკითხვები, გააკეთოს ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დასკვნითი სიტყვა, არის პარტიის თავმჯდომარე და ა.შ. თვითონ მხარეა ვალდებული, გაუფრთხილდეს მის უფლებას, მისი უფლების რეალიზაციას სასამართლო სხდომაზე სწორედ წესრიგის დაცვით. ის, რომ მხარეს ამის უფლება აქვს, არ ნიშნავს, სასამართლომ ითმინოს ყველაფერი. ვინაიდან, გარდა წესრიგის დარღვევისა, სხვა საკითხს არ უკავშირდება ბატონი გვარამიას გაძევება, სასამართლო მისცემს მას შანსს, დაბრუნდეს სხდომაზე“, – აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
რაც შეეხება მაია კოპალეიშვილს, რევაზ ნადარაიას განცხადებით, გარდა იმისა, რომ მან დაარღვია წესრიგი, ამავდროულად, ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რაც ვერ ეპატიება.
„ასეთი უაპელაციო და მძიმე განცხადება, თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რამეს აკეთებს, არის გაუგონარი შეურაცხყოფა. მას, რომელიც ათი წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, უნდა ესმოდეს, რა მძიმე განცხადება და შეურაცხყოფაა. ამავდროულად, ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით სხდომაზე და მისი განცხადებების დაახლოებით 90 პროცენტი უკავშირდება თვითნებურ წამოდგომას, სასამართლოს თანხმობის გარეშე განცხადებების გაკეთებას. ეს ქალბატონი ძირითადად დაკავებული იყო სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. არ ვიცი, რატომ აირჩია მან ეს როლი სხდომის მიმდინარეობისას. გამორჩეულად წესრიგის დამრღვევი იყო ქალბატონი მაია, მაგრამ ამავდროულად, შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომელსაც მას სასამართლო ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გრძელდება. სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზეა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
14 სტატიამოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
გვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომის დარბაზიდან გააძევა
რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს - თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ - მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი ოპოზიციის აკრძალვის საქმის სხდომიდან გააძევეს – „ეს იყო დავალება „ოცნებიდან“
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი პროცესზე დაბრუნებას მოითხოვენ - ისინი სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავენ
გვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა
რევაზ ნადარაია - მაია კოპალეიშვილმა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რომ თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს - ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა და სასამართლო მას ვერ აპატიებს, სხდომაზე ვერ დაუშვებს
რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილზე: უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა
საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია პროცესზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილთან დაკავშირებით კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
რატომ დააბრუნა სხდომაზე ნიკა გვარამია და არ დაუშვა მაია კოპალეიშვილი – რას ამბობს რევაზ ნადარაია?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…