საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომის დარბაზიდან გააძევა
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას, არჩილ გორდულაძესთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დარბაზიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევეს.

რამდენიმე წუთში საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდება. სხდომაზე ამ წუთებში შესვენება გამოცხადებული.
სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზეა. პლენუმი დღეს შეკითხვებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უსვამს.
მოსარჩელე მხარემ დეტალურად განმარტა პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლები, მათ შორის დაასახელა არაერთი ფაქტი, რომლითაც დასტურდება, რომ 5 პოლიტიკური პარტია ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ, წლებია არ აღიარებენ მთავრობის, პრეზიდენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას და მუდმივად ეწევიან ქვეყნის საბოტაჟს.
შესვენების გამოცხადებამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომის დარბაზიდან გააძევა.
სასამართლო დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის დაკავშირებული.
"ვინმესთვის უცნობია, რომ მურთაზ ზოდელავა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ადამიანია ან პაატა ბურჭულაძე?" - განაცხადა გორდულაძემ.
აღნიშნულ განცხადებას "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლების, მათ შორის ნიკა გვარამიას მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შემდეგ კი, სხდომა ნიკა გვარამიას და არჩილ გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა. საბოლოოდ, მოსამართლე ნადარაიამ დარბაზიდან გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულს მწვავე პროტესტი მოჰყვა პარტიის სხვა წარმომადგენლების, თენგო თევზაძისა და მაია კოპალეიშვილის მხრიდან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიამოსამართლემ საკონსტიტუციოს სხდომიდან ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა
გვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს - თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ - მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…