„გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან“ — ნიკა გვარამია საკონსტიტუციოდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვისას პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომიდან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გააძევა.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან, რომელზეც პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავენ, გააძევეს.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კოალიცია „ახალის“ რამდენიმე კითხვა მოხსნეს იმ მოტივით, თითქოს კითხვები მეორდებოდა, რაც გვარამიასა და პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას შორის კამათში გადაიზარდა. გვარამიამ თქვა, რომ სასამართლო ეხმარება მოსარჩელე მხარეს, როცა არც მტკიცებულებები გამოიკვლია და კითხვა-პასუხის რეჟიმიც ფაქტობრივად გააუქმა.
„მე მაინტერესებს, საიდან დადგინდა სტანდარტი, რომ მოსარჩელეს შეუძლია არ უპასუხოს და მერე შეაფასოთ თქვენ, რომ არ უპასუხა. საკონსტიტუციომ ფაქტები უნდა დაადგინოს. ფაქტის დადგენას არ აპირებთ? მე არ მიმაჩნია თქვენი დამოკიდებულება სამართლიანად და კანონიერად. უბრალოდ ჩაშლილია ორივე სტადია და ახლა ზედ მიაყოლეთ კითხვა-პასუხის სტადია. ჯერ ერთი, მე და მოსარჩელე ვარკვევთ ამ ურთიერთობას და თქვენ რატომ ეხმარებით, გამეორებულია კითხვა თუ არა“, — მიმართა გვარამიამ რევაზ ნადარაიას.
ნადარაიამ გვარამია სიცრუეში დაადანაშაულა და დამშვიდებისკენ მოუწოდა.
„თუ კიდევ გამაწყვეტინებთ, დაკარგავთ იმ საპროტესტო შესაძლებლობას, რომ იყოთ აქ. თქვენ ვერ ადასტურებთ იმას, რომ მე მხარეს ვეხმარები. სასამართლოს არანაირი სტადია არ გაუუქმებია. სასამართლო უნდა ჩაერიოს ზუსტად და განახორციელოს კონტროლი იმაზე, რომ ადგილი არ ჰქონდეს ერთი და იგივე კითხვას და პასუხს. თქვენ ითხოვთ, რომ მოგენიჭოთ უპირატესობა. დაკითხვა არ არის აქ, მხარეს რომ ეუბნებით, მე რაც მინდა, ის პასუხი გამეციო. ერთმნიშვნელოვნად იტყუებით“, — თქვა მოსამართლემ.
ნიკა გვარამიამ მოსამართლეს უთხრა, რომ პროცესიდან გასულია და სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა.
„ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს. ნურც ლექციას ნუ მიკითხავთ უშინაარსოს და ნურც უზრდელურ რაღაცებს მეუბნებით, არც კანონი განიჭებთ ამის უფლებას, არც კონსტიტუცია და არც მე გაძლევთ პირადად. გასაგებია თქვენთვის?“, — მიმართა მოსამართლეს და ურჩია, მოიქცეს ისე, როგორც მანტიას შეესაბამება.
„ეს არის საქმის გარჩევა და არ შეიძლება ადამიანს, მამაკაცმა მეორე მამაკაცს, თუნდაც ნებისმიერ ვითარებაში, ასეთი რაღაცები ელაპარაკოს. თუ მიგაჩნიათ, რომ პროცესს ვარღვევ, მოგეცათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რომელი პროცესუალური განმარტებაა: იტყუებით, სიცრუეა, ის ქენით, ეს ქენით“, — უთხრა გვარამიამ მოსამართლეს, რის შემდეგაც ნადარაიამ ის სხდომიდან გააძევა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ გვარამიას უთხრა, რომ მისი ადგილი არაა სასამართლო სხდომის დარბაზში, რაზეც გვარამიამ უპასუხა, რომ მისი ადგილი დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში არაა.
„ამნისტირებული ადამიანი მაინც არ დამიჭერია. სამარცხვინო კაცი ხარ. მეგრელი ეგეთი ცხოვრებაში არ მინახავს“, — შეახსენა გვარამიამ ნადარაიას ამნისტირებული პატიმრის გასამართლება.
„გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან“, — მოუწოდა სხდომის თავმჯდომარემ მანდატურებს. გვარამიამ ნადარაიას უთხრა, რომ პასუხისგება მოუწევს.
ცნობისთვის, 2009 წლის ოქტომბერში ამნისტირებული პირის გასამართლებაზე რევაზ ნადარაია მართლაც ორჯერ დაიბარეს პროკურატურაში 2013 წელს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მაშინ წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებული პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო, მოსამართლემ მაინც გაასამართლა. მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ამნისტირებული გაათავისუფლა.
რევაზ ნადარაიას მაშინ გამოექომაგა მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომელმაც ფოთის პროკურატურის ქმედება კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. ნადარაიას მიმართ საქმის წარმოება აღარ გაგრძელებულა და მოსამართლემ მნიშვნელოვან კარიერულ წინსვლას მიაღწია.
ვინ არის პარტიების აკრძალვის სხდომის თავმჯდომარე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატია„რისთვის მაძევებთ, გამაგებინეთ?!.. მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ ამაზე…“ – ნიკა გვარამია მოსამართლემ პროცესიდან გააძევა
"თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის" -ნადარაიამ გვარამია სასამართლო სხდომიდან ისევ გააძევა
„ყველანაირ ზღვარს გადააჭარბეთ“ - გვარამია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სხდომიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან ნიკა გვარამია გააძევეს - თავმჯდომარემ გვარამიას განცხადებები მოსამართლეთა შეურაცხყოფად შეაფასა
რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა სიტყვებით: „ზღვარს გადააბიჯეთ, გაძევებული ხართ, თქვენი ადგილი დარბაზში არ არის, გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი”, რაზეც გვარამიამ უპასუხა: “სამარცხვინო კაცი ხარ, მოვა დრო და პასუხს მოგთხოვ“
ნიკა გვარამიას გაძევების შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები სხდომაზე აღარ გამოცხადდნენ, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობის გაგრძელების უფლება დაკარგეს
ნიკა გვარამია მოსამართლე რევაზ ნადარაიას - თქვენი ადგილი სასამართლო დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში არ არის, სამარცხვინო კაცი ხარ - მეგრელი ეგეთი ცხოვრებაში არ მინახავს, შენ რომ ხარ
“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები საკონსტიტუციოში სხდომაზე დღეს აღარ დაბრუნდებიან
ნადარაიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…