არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას: აქ შოუ არ არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში - არის მცდელობა, რომ პროცესი გაჭიანურდეს და მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას შუამდგომლობას გაუგებარი უწოდა და განაცხადა, რომ პროცესის გაჭიანურებისა და სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაა.

2 საათზე მეტია, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება.
მტკიცებულებების გამოთხოვა და მოწმეების დაბარება მოითხოვა "ახალის" ლიდერმა, თუმცა განაცხადა, რომ მათი ვინაობა არ იცის და საკითხი გასარკვევია.
პასუხად, არჩილ გორდულაძემ გვარამიას კომისიის დასკვნის გაცნობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მისი შუამდგომლობა გაუგებარია.
"წარმოდგენილი შუამდგომლობის დეტალებში შესვლას სამართლებრივადაც არ აქვს აზრი. მხარე ცდილობს, რომ საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ მოხდეს საგამოძიებო კომისიის სხდომების ჩატარება. ამბობენ, რომ ეს ინკვიზიციური სასამართლო პროცესია - თქვენ დაგვეხმარეთ იმ პირების იდენტიფიცირებაში, რომელიც შეიძლება გამოვკითხოთო... რადგანაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებენ, შესაძლოა, ადამიანს დარჩეს აღქმა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების და, მათ შორის, ჰააგის პროკურორის გამოკითხვაც შეიძლება სჭირდებოდეს მხარეს. აქ შოუ არ არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში. არის მცდელობა, რომ გაჭიანურდეს სასამართლო პროცესი და მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია. ბატონი ნიკა გვარამია გუშინ "თხზულებას" უწოდებდა საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც შედგება ათეული ათასი ადამიანის წამების, ქონების ჩამორთმევის, გარდაცვალების, ხოცვის საქმისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რომ ამ სასამართლო პროცესზე, დამატებით, მოხდეს გამოკითხვა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„წარმოდგენილი შუამდგომლობის დეტალებში შესვლას სამართლებრივადაც არ აქვს აზრი. მხარე ცდილობს, რომ საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში და აქ მოხდეს საგამოძიებო კომისიის სხდომების ჩატარება. ამბობენ, რომ ეს ინკვიზიციური სასამართლო პროცესია - თქვენ დაგვეხმარეთ იმ პირების იდენტიფიცირებაში, რომელიც შეიძლება გამოვკითხოთო... რადგანაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებენ, შესაძლოა, ადამიანს დარჩეს აღქმა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების და, მათ შორის, ჰააგის პროკურორის გამოკითხვაც შეიძლება სჭირდებოდეს მხარეს. აქ შოუ არ არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოში. არის მცდელობა, რომ გაჭიანურდეს სასამართლო პროცესი და მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია. ბატონი ნიკა გვარამია გუშინ "თხზულებას" უწოდებდა საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც შედგება ათეული ათასი ადამიანის წამების, ქონების ჩამორთმევის, გარდაცვალების, ხოცვის საქმისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რომ ამ სასამართლო პროცესზე, დამატებით, მოხდეს გამოკითხვა“
„უწოდებდა საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც შედგება ათეული ათასი ადამიანის წამების, ქონების ჩამორთმევის, გარდაცვალების, ხოცვის საქმისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რომ ამ სასამართლო პროცესზე, დამატებით, მოხდეს გამოკითხვა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…