პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ - მურთაზ ზოდელავა

მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს. მისი თქმით, მასთან ერთად დაკავებულთა უმრავლესობას საპროცესო შეთანხმების გამოყენებისკენ თავად მოუწოდებდა.

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორმა მურთაზ ზოდელევამ, პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ზოდელავამ თქვა, ის საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.

მისი თქმით, დაკავებულთა უმრავლესობამ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობით ისარგებლა.

"მხოლოდ მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ყველამ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მე პასუხისმგებლობა ავიღე კიდეც და სასჯელიც მოვიხადე. თითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც საბედნიეროდ.

მე ვთვლი, რომ მქონდა და ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდგომ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ ცხადია. მიხარია ის, რომ უმრავლესობა მათგანმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა.

არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს ცხადია. რაღაც გადაფასებები ხდება, ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს. მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და ეს არ უკავშირდება არანაირ საპროცესო შეთანხმებას", - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა
  2. TV პირველიოპოზიციურიციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმურთაზ ზოდელავა - არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს - ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ
  4. პირველი არხისამთავრობომურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს
  5. POSTVსამთავრობომურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა: “ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები