მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა. შეთანხმება ასევე გაუფორმდა კიდევ სამ პირს — ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას, რომლებსაც დარჩენილი 2 წელი პირობით სასჯელად ჩაეთვლებათ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა.
მასთან ერთად უნდა გათავისუფლდეს კიდევ ერთი მსჯავრდებული ლაშა ბერიძეც.
ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიამურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულები - მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს დღეს დატოვებენ
ერთწლიანი პატიმრობა დასრულებულია - ლაშა ბერიძემ ციხე დატოვა
ლაშა ბერიძემ ციხე დატოვა
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…