პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა

მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს და პოლიტიკური გეგმები აღარ აქვს.

"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა
TV პირველი

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს".

"პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - განაცხადა მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ.

ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.

მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.

რას ედავებოდა გამოძიება დაკავებულებს?

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გური ჟვანია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მსჯავრდადებული - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმურთაზ ზოდელავა - არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს - ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ
  3. პირველი არხისამთავრობომურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს
  4. რუსთავი 2სამთავრობოთითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ - მურთაზ ზოდელავა
  5. POSTVსამთავრობომურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა: “ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს“
მურთაზ ზოდელავა
„პოლიტიკური გეგმები არ მაქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები