პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - რევაზ ნადარაია არის მივლენილი ზონდერი პარტიების გასაუქმებლად - ხვალ მისი აცილების საფუძველზე ფაქტებს წარმოვადგენთ

საკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამია მოსამართლე რევაზ ნადარაიას „პარტიების გასაუქმებლად მივლენილ ზონდერს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სასამართლო დარბაზიდან გაძევების შემდეგ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ და მოსამართლის აცილების საფუძვლებს წარადგენენ.

ნიკა გვარამია - რევაზ ნადარაია არის მივლენილი ზონდერი პარტიების გასაუქმებლად - ხვალ მისი აცილების საფუძველზე ფაქტებს წარმოვადგენთ
ინტერპრესნიუსი

რევაზ ნადარაია არის მივლენილი ზონდერი პარტიების გასაუქმებლად. მისი დანიშნულება და ფუნქცია არის მხოლოდ ეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოპოზიციას, რომელიც ისედაც არის სამართლებრივი ტერორისა და არა მხოლოდ სამართლებრივი ტერორის ქვეშ ამ ქვეყანაში , - ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წევრები თავდასხმის ობიექტები აღმიჩნდნენ.

“მე მინდა განცხადება გავაკეთო კოალიციის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით — ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ სხდომაზე შესვლას. ბატონი ნადარაია მთელი ამ კვირების განმავლობაში, რაც მიდის პროცესი, ყველა ხედავს ალბათ, რომ იგი ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებას და კიდევ უფრო გასაოცარ არაკომპეტენტურობას. ამ კაცს არ ესმის, რომ რომელი სასამართლოს მოსამართლეა - თავი ჰგონია კვლავ სისხლის სამართლის სასამართლოს ზონდერი და ზუსტად ასე იქცევა. მისი კომპეტენცია არის უბრალოდ წარმოუდგენლად დაბალი საკონსტიტუციო სამართალში, თუ საერთოდ რამენაირი არის და გასაგები არის, რატომ დანიშნეს იგი რამდენიმე კვირით ადრე ამ სარჩელის ჩანიშვნამდე, კიდევ ერთხელ განვმეორდები - რევაზ ნადარაია არის მივლენილი ზონდერი პარტიების გასაუქმებლად. მისი დანიშნულება და ფუნქცია არის მხოლოდ ეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოპოზიციას, რომელიც ისედაც არის სამართლებრივი ტერორისა და არა მხოლოდ სამართლებრივი ტერორის ქვეშ ამ ქვეყანაში, მოგეხსენებათ

მთელი ამ კვირის განმავლობაში ვითმენთ, წარმოუდგენელ თავდასხმებს ვითმენთ - როგორც სამართლებრივ-პროცესუალურს, ასევე პირადს, და ვცდილობთ, რომ პროცესი მივიყვანოთ რაღაცნაირად ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს ამ პროცესის შემდგომ რა გაგრძელება იქნება, და ამას ნახავს საზოგადოება.

ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავიაროთ, მაგრამ საპროცესო სტადიების გავლის საშუალებასაც არ გვაძლევს მოსამართლე ნადარაია და მასთან ერთად პლენუმი, სამწუხაროდ, ამ სასამართლომ გააუქმა მთელი ერთი სტადია ვითომ ეს არის მტკიცებულებების გამოკვლევა ვითომ დათქმით რომ კითხვა-პასუხზე შევძლებდით კიდევ მტკიცებულებების გამოკვლევას და საქმე იმაშია, რომ კითხვა-პასუხიც მიაყოლა, როგორც გაუქმებული.

არცერთ პასუხს არ იძლევა მოსარჩელე - ყველაფერზე ამბობს, წადი, ნახე სარჩელიო; სრულიად არარელევანტურ პასუხებს იძლევა და მათთან ერთად მოსამართლე პრაქტიკულად ხსნის ყველა შეკითხვას, მაშინ, როდესაც მისი ვალია თუ პასუხს ვერ იღებს, თავნებობისა და თავხედობის გარდა, მოსამართლეს უფლება კი არა, ვალდებულება აქვს, რომ მოსთხოვოს მას პასუხი. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ფაქტებზე, ჩვენ აქ არ გვაძლევთ ფაქტს - როგორ უნდა დავიცვათ თავი?! ჩვენ დღემდე არ ვიცით, რას გვედავებიან - კონკრეტული ქმედებები ან უნდა უარვყოთ, ან დავადასტუროთ როცა მოსარჩელე გვეუბნება, რომ არ გეუბნები, რა ქმედებაში გედება ბრალი, და მოსამართლე ჰყვება, რომ:“იცი რა, ჩაწერე ბოლო სიტყვაში - რომ ესე გვითხრა მოპასუხემ", მერე ვნახავთ გადაწყვეტილებას, სადაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება“ და მერე რა?! მე რას ჩავწერ სიტყვაში, რა მნიშვნელობა აქვს ნადარაიასთვის, საერთოდ რასა აქვს მისთვის მნიშვნელობა?! ჩვენ ვიცით მისთვის რასაც აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც, და ხვალ აქ ფაქტებს წარმოვადგენთ მისი აცილების საფუძველზე. ეს იქნება ხვალ, მანამდე აქ ჩვენ არ შევალთ, იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ფარსი და აქ პროცესი არ მიმდინარეობს - არ მიმდინარეობს. სანამ ბატონი ნადარაია აქ ზის, მანამდე აქ პროცესი არ იქნება, ფორმალური პროცესიც კი არ იქნება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია – ვიცით, რას აქვს მნიშვნელობა მოსამართლე ნადარაიასთვის, არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც და ხვალ ამ ფაქტებს წარმოვადგენთ მისი აცილების საფუძვლად, მანამდე ჩვენ იქ არ შევალთ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები