მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა: “ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ ციხე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა და განაცხადა, რომ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირებს.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა. მასთან ერთად გათავისუფლდა კიდევ ერთი მსჯავრდებული ლაშა ბერიძეც.
„პასუხისმგებლობაც ავიღე და სასჯელიც მოვიხადე. [სასამართლოს] ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი სხვა დაკავებულებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით, რაც მოხდა კიდეც. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. მძიმე პასუხისმგებლობაა. რაღაცების გადაფასება ხდება. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“, – აღნიშნა ზოდელავამ.
ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება, მათთან ერთად, კიდევ ორ მსჯავრდებულს – გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლებათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა
ციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"
მურთაზ ზოდელავა - არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს - ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ
მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს
თითქმის ყოველ სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ - მურთაზ ზოდელავა
ციტატები სტატიიდან
„პასუხისმგებლობაც ავიღე და სასჯელიც მოვიხადე. [სასამართლოს] ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი სხვა დაკავებულებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით, რაც მოხდა კიდეც. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. მძიმე პასუხისმგებლობაა. რაღაცების გადაფასება ხდება. ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო შეთანხმებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…