ზოდელავა აპირებს, ციხის დატოვების შემდეგ ისაუბროს მოტივზე, რის გამოც საპროცესო შეთანხმება მოითხოვა
მურთაზ ზოდელავა ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრებს მოტივზე, რის გამოც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, აცხადებს მისი ადვოკატი და მეუღლე მაია მუმლაძე. ბრალის აღიარების საფუძველზე შეთანხმება აქციის სხვა მონაწილეებსაც გაუფორმდათ.

მურთაზ ზოდელავა აპირებს, ციხის დატოვების შემდეგ ისაუბროს მოტივზე, რის გამოც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა.
შესაბამისი განცხადება დაკავებულის ადვოკატმა და ცოლმა მაია მუმლაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდა
ვინაიდან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, გამოდის, რომ მან ბრალად შერაცხული რაც ჰქონდა, ის აღიარა. მურთაზი [ზოდელავა] თავის გადაწყვეტილების მოტივთან დაკავშირებით, მას შემდეგ გააკეთებს კომენტარს, როდესაც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.
მე, როგორც მისი ოჯახის წევრს, მიხარია ის, რომ ის მალე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ყველა ასეთი უკანო პატიმარი, რომლებიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, არიან მართლები, მალე დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას"- განაცხადა იურისტმა.
მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ.
ბრალის აღიარების საფუძვლით სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება მსჯავრდადებულებთან მოსამართლე მზია ლომთათიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…